Saturday, August 6, 2011

მცენარეების გამოყენება


პროექტის  სახელწოდება:  მცენარეების  გამოყენება.
ვარდი
პროექტის  მთავარი  იდეა (თემა) 1–2 წინადადებით:  მოსწავლეები გამოიკვლევენ ადამიანის მიერ მცენარეთა გამოყენების სფეროების; მოუვლიან მცენარეებს; მოძიებულ ინფორმაციას განათავსებენ ინტერნეტში.
პროდუქტის  აქტუალობა: მოსწავლეები შეისწავლიან მცენარის მოვლის წესებს; დარგავენ და მოუვლიან მცენარეებს.
პროექტის  მიზნები:  მოსწავლეები გაეცნობიან მცენარეების მრავალმხრივი გამოყენების საშუალებებს;  ოჯახსა თუ სკოლაში მოუვლიან მცენარეებს. გაიღრმავებენ კომპიუტერთან მუშაობის უნარ – ჩვევას.
მონაწილეთა  ასაკი:  6–7 წელი.
ვადები / ხანგრძლივობა:  3 კვირა.
მოსალოდნელი  შედეგები / პრდუქტები,  რაც  შეიძლება  შეიქმნას:  დახატავენ საყვარელ ხილს ხეზე; დახატავენ რომელიმე ბოსტნეულს; ბამბის პატარა ფთილებისგან „დაართავენ“ ძაფს; ბამბის ძაფისაგან გააკეთებენ ყვავილს; კომპიუტერში შექმნიან პრეზენტაციას საყვარელ მცენარეზე.
პროექტისათვის  საჭირო  ძირითადი  რესურსები:  ფორმატის ფურცელი; უბრალო და ფერადი ფანქრები; საშლელი; მაკრატელი; წებო; გუაში; კომპიუტერი; მცენარეთა ილუსტრაციები.
პროექტის  მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): მოსწავლეები გამოიკვლევენ თუ სად იზრდებიან მცენარეები; რით ჰგვანან ან  განსხვავდებიან ერთმანეთისაგან; რისთვის იყენებს ადამიანი ხეს და რას ამზადებს მისგან; გაარკვევენ რატომ რგავს ხეხილს ადამიანი და რატომ უნდა ჭამონ ბევრი ხილი; გაიგებენ რას ამზადებენ ხილისგან; გაარკვევენ რისთვის ვიყენებთ ბამბას. დახატავენ საყვარელ ხილს და ბოსტნეულს; შეთხზავენ ისტორიას საყვარელ მცენარეზე კომპიუტერში; ბამბისაგან „დაართავენ“ ძაფს; ძაფს შეღებავენ სხვადასხვა ფერად და გააკეთებენ ყვავილს.  მოახდენენ შესრულებული პროდუქტის პრეზენტაციას.  ნამუშევრებს განათავსებენ ინტერნეტში.  მოსწავლეები ეტაპობრივად შეფასდებიან შეფასების რუბრიკის მიხედვით.   
საგნებთან / საგნობრივ ჯგუფებთან / ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:   ბუნებისმცოდნეობა; ქართული; ხელოვნება; ისტ.
პროექტის  ხელმძღვანელი (მასწავლებელი) :   მაია ჯელაძე   
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:   mjeladze7@gmail.com
პროექტის ვებ–გვერდი:  mjeladze7.blogspot.com
                                                                                                                                                                                               

პროექტის სახელწოდება: როგორ დავიცვათ ბუნება ადამიანების მავნე ზემოქმედებისაგან

პროექტის მთავარი იდეა: ბუნების დაცვა და ამკრძალავი ნიშნების გამოყენება.
პროექტის აქტუალობა:
1.      მოსწავლეები სწავლობენ როგორ დაისვენონ ბუნებაში ისე, რომ ზიანი არ მიაყენონ მას;
2.      განიმტკიცონ კომპიუტერის საშუალებით ინფორმაციის მოპოვების უნარ–ჩვევები;
3.      განიმტკიცონ წერის კულტურა;
4.      ისწავლიან პრობლემების მოგვარებისა და ცხოვრებაში გატარების უნარ–ჩვევები.
პროექტის მიზნები:  მოსწავლეები სწავლობენ პროექტზე მუშაობის უნარ–ჩვევებს.
·         ინფორმაციის მოპოვებას და დალაგებას.
·         დამოუკიდებლად და ჯგუფში მუშაობას.
·         მოსმენისა და სწავლის სწავლას უნარ–ჩვევებს.
·         აკრძალვის ნიშნების მომზადება.
·         საპრეტენზაციო პროგრამის შედგენას კომპიუტერის საშუალებით.
მოსწავლეთა ასაკი: 12–13 წელი.
ვადები/ხანგრძლივობა: 2 კვირა.
მოსალოდნელი შედეგეგები/ პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: აკრძალვის ნიშნები; ტრიპლეტი; პრეზენტაცია; აიტვირთება ინტერნეტში.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: საახელმძღვანელო, დამხმარე ლიტერატურა, კომპიუტერი, სურათები, ფერადი ფანქრები, კალამი, ფარგალი, სახაზავი.
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):  ინფორმაციების მოძიება და დახარისხება; სურათების მოძიება; საპრეტენზაციო პროგრამის მომზადება; აკრძალვის ნიშნების მომზადებისათვის მზადება.
საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: რუსული ენა, გეოგრაფია, ხელოვნება, მათემატიკა. ესგ – 2010–2011 სასწ.წელი.
პროექტის ხელმძღვანელი: მაია ნიკოლაშვილი.
ხელმძღვანელის ელ. ფოსტა:fefonini@gmail.com.
პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი: