ომის ნამდვილი სახე


ომის ნამდვილი სახე


 
პროექტის სახელი: ”ომის ნამდვილი სახე”
პროექტის მოკლე აღწერა: პროექტის მონაწილეეები განიხილავენ XX ,XXI საუკუნეებში მომხდარ ომებიდან ერთ-ერთს ან რამდენიმეს: I მსოფლიო ომს,II მსოფლიო ომს, ვიეტნამის ომს, აფხაზეთის ომს და ახლანდელ რუსეთ-საქართველოს შორის კონფლიქტს. . .პროექტის სრული აღწერა: პროექტის მონაწილეეები ჩაატარებენ ომის ისტორიულ კვლევას და შეეცდებიან მოძებნონ პასუხი შემდეგ კითხვებზე: 
  • როდის მიმდინარეობდა ეს ომი?
  • რა იყო ამ ომის მიზეზი?
  • რომელი სახელმწიფოები იყვნენ ამ ომში ჩართულნი?
  • შეიძლებოდა თუ არა ომის თავიდან აცილება?
  • რა დასკვნები შეიძლება გამოვიტანოთ ამ ომების ისტორიიდან, რა შეიძლება ვიღონოთ მსოფლიოში მშვიდობის დასამკვიდრებლად?
მონაწილეები მოახდენენ ომის ვიზუალიზაციას: ნახატების(მაგ.გრაფიტის სტილში), სპექტაკლების, წარმოდგენა-პერფომანსის, ფოტო-კოლაჟების საშუალებით .
მოუსმენენ ომის თემატიკის მუსიკალურ კომპოზიციებს(მაგ. ხალხურ და სხვა სტილის სიმღერებს " Pink floid"-"The final cut", "შავლეგო" . . .)
ნახავენ ამ თემატიკაზე შექმნილ მხატვრულ და დოკუმენტურ ფილმებს (მაგ.მხატვრული ფილმები: “ჯარისკაცის მამა”, "ღიმილის ბიჭები", "გასეირნება ყარაბახში", შინდლერის სია", "ფორესტ გამპი", “ გზა გვანტანამოსკენ" . . . დოკ. ფილმები: "უხილავი ომი", "ნადირობა ჰიტლერის მეცნიერებზე" . . .) რის შემდეგაც სხვადასხვა ფორმით შეეცდებიან შთაბეჭდილებების გადმოცემას (ესე, ნახატი, აპლიკაცია).
ასევე განიხილავენ ომის თემატიკაზე შექმნილ მხატვრების ტილოებს (მაგ. ფიროსმანის, ედგარ მუნკის "ყვირილი", პიკასოს "გერნიკა", სალვადორ დალის "ომის სახე", "სამოქალაქო ომის წინათგრძნობა" , ვერეშაგინის “ომის აპოთეოზი”. . . ).
წაიკითხავენ და მოაწყობენ დისკუსიას ომის თემატიკაზე შექმნილ პროზაულ და პოეტურ ნაწარმოებებზე: (მაგ.ტოლსტოის, ჰემინგუეის,რემარკი,ასათიანი,ნიშნიანიძე . . .)
აიღებენ ინტერვიუებს II მსოფლიო,ერაყის, აფხაზეთის მონაწილეებისაგან ,შექმნიან ბუკლეტს,
დასდებენ მოწოდებას www.petition.ge -ზე (მაგ. საქართველოში რუსეთის შემოჭრის წინააღმდეგ! . . , No war! . . .)
მონიშნავენ http://www.panoramio.com/ -ზე იმ სახელმწიფოების ტერიტორიებს, რომლებიც ხვადასხვა ომების დროს საომარ მოქმედებებში იყვნენ ჩართულნი.
მონაწილეთა ასაკი/კლასები: 8-10, 11-12, 13-17 // III-V, VI-VII, VIII-XII
ვადები/ხანგრძლივობა: 3 თვე(ნებისმიერი 3 თვე სასწ. წლის განმავლობაში
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: ნახატების, ესეების კონკურსი; ფოტო და ვიდეო მასალის მოძიება, ინტერვიუები, დისკუსიები, სპექტაკლი, წარმოდგენა-პერფომანსი, ფილმების განხილვა, მუსიკალური ნაწარმოებების მოსმენა, დისკუსია მაგ.თემაზე-"ომი და ეკოლოგია", "ომი და რელიგია". . . სამხედრო-პატრიოტული თამაშობების ჩატარება, შიდა-სასკოლო გუნდური წერა თემაზე “ომის ნამდვილი სახე”. . .
მოსალოდნელი შედეგი/პროდუქტი: ნახატები, ესეები, სლაიდ შოუ,სპექტაკლი ,
ფოტო-კოლაჟი, ვიდეო-ფილმი, პრეზენტაცია, ლექსი, წარმოდგენა-პერფომანსი, ესე, საიტი, ბლოგი, ელ.ჟურნალი, ბუკლეტი, პეტიცია, გუნდური ნაწარმოები თემაზე “ომის ნამდვილი სახე. . .”

სარგებელი სხვებისთვის: ადამიანები რომლებიც გაეცნობიან პროექტის შედეგებს (ნახატებს, ესეებს, ფოტო და ვიდეომასალებს. . .) დაინახავენ, თუ რა შემზარავი სახე აქვს ბავშვების თვალებით დანახულ ომს და მომავალში შესაძლო მსგავს კონფლიქტურ სიტუაციებში, იქნებიან უფრო ფრთხილები და უფრო იოლად მოძებნიან უომრად შეთანხმების გზებს.