კეთილი იყოს თქვენი მობრძანება iEARN -საქართველოს პროექტში: ’’ ჩემი სახელი მსოფლიოში’’.
პროექტის აღწერა:
1. პროექტის სახელი: ჩემი სახელი მსოფლიოში
2. პროექტის მოკლე აღწერა 1-2 წინადადებით: მოსწავლეები მოიძიებენ, იკვლევენ და აგზავნიან ინფორმაციას თავიანთი სახელის შესახებ.
მოსწავლეებს შეუძლიათ შექმნან სხვადასხვა სახის თვალსაჩინოება : პლაკატები, გამოძერწონ ნივთები,დახატონ ნახატები.
მოსწავლეები ქმნიან ბლოგებს და ცვლიან მათ მიერ მოპოვებულ ინფორმაციას, ფოტო სურათებს თავიანთი სახელის შესახებ.
მოსწავლეები აქვეყნებენ მათ მიერ გადაღებულ ფოტო სურათებს საიტზე http://www.panoramio.com/ საძიებო სიტყვით myname_project.
3.პროექტის სრული აღწერა: iEARN ის თანამშრომლობით პროექტში მონაწილე ბავშვები იკვლევენ და მუშაობენ შემდეგ საკითხებზე: სახელის დარქმევის ტრადიცია, ისტორია იმ რეგიონისა, სადაც ამ სახელის დღეობა აღინიშნება, ვის და როგორ შეუძლია ამ დღეობაში მონაწილეობის მიღება, რას ნიშნავს ეს პროცესი მოსწავლეებისათვის , მათი მშობლებისათვისა და ბებია- ბაბუისათვის.
iEARN 2005 გაზაფხულის სასწავლო ციკლის განმავლობაში პავლე თვალიაშვილმა, როგორც პროექტ ’’my name’’ ის კოორდინატორმა, მიიღო მრავალი ელ. ფოსტა როგორც სხვადასხვა ქვეყნების საერთაშორისო მონაწილეებისაგან, ასევე ქართველი მოსწავლეებისგან თემაზე ’’my name’’. ინტერნეტ ქსელში შესაძლებელია აღნიშნული ნამუშევრების ნახვა.
2008 წლის სექტემბერში მოსწავლეები გადავიდნენ ე.წ. web 2.0- ის გამოყენებაზე.
მოსწავლეები იძიებენ, იკვლევენ და აგზავნიან ინფორმაციას თავიანთი სახელის შესახებ, ისინი პასუხობენ შემდეგ კითხვებს:
· საიდან ხარ წარმოშობით?
· რა გქვია?
· რას ნიშნავს შენი სახელი მშობლიურსა და უცხო ენებზე?
· რატომ გქვია ეს სახელი?
· ვინ დაგარქვა ეს სახელი?
· ვინ არის/იყო პირველი ადამიანი შენს ოჯახში ვინც შენს სახელს ატარებს/ატარებდა?
· რომელ გამოჩენილ ადამიანს ჰქვია ან ერქვა შენი სახელი?
· რა არის შენი სახელის არაოფიციალური ფორმა?
მოსწავლეებს შეუძლიათ შექმნან სხვადასხვა სახის თვალსაჩინოება : პლაკატები, გამოძერწონ ნივთები, დახატონ ნახატები. მათ შეუძლიათ შემოქმედებითად მიუდგნენ თავიანთ სახელს და მის თითოეულ ასოზე მოიფიქრონ მათთვის დამახასიათებელი ეპითეტები. მაგ.:
ლ - ლამაზი
ა - ალერსიანი
ლ - ლოგიკური
ი - ინტერესიანი
შესაძლებელია მოსწავლეებმა მოძებნონ თავიანთი სეხნია სხვადასხვა რეგიონში და გახდნენ მიმოწერით მეგობრები. 2008 წლის სექტემბრიდან, პროექტში მონაწილე ბავშვების კომუნიკაციისათვის ვიყენებთ ე.წ. web2.0 ის პრინციპებს. მოსწავლეები ქმნიან ბლოგებს და პროექტ ’’ my name’’ ის ფორუმზე მათ ექნებათ საშუალება გაცვალონ ბმულები და ბლოგები, შექმნილი პროექტში მონაწილე მათი თანატოლების მიერ.
მოსწავლეები გამოაქვეყნებენ მათ მიერ გადაღებულ ფოტო სურათებს საიტზე http://www.panoramio.com/ საძიებო სიტყვით myname_project.
4. მონაწილეთა ასაკი: რეკომენდირებულია 6-15 წწ.
5. ვადები/ხანგრძლივობა: 2008 წლის სექტემბრიდან / ნებისმიერი 1-2 თვის განმავლობაში მასწავლებლის მიერ ინდივიდუალურად დაგეგმილი პროგრამის შესაბამისად.
6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: შესაბამისი ლიტერატურისა და ინფორმაციის მოძიება, ვებ- გვერდების გაკეთება, ტექსტების კითხვა და წერა, ინტერვიუს გაკეთება ოჯახის წევრებთან და სურათების გადაღება, ბლოგების გაკეთება.
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას: ვებ-ბლოგები, panoramio-ს საზოგადოება, ბუკლეტები.
8. სარგებელი სხვებისთვის: კულტურათაშორისი დიალოგი. პროექტის შედეგების (ბლოგები, ბუკლეტები, ფოტოები) გაცნობა იმ ადამიანებსაც კი , ვინც არ არის ჩართული პროექტში საშუალებას აძლევს გაეცნოს სხვადასხვა კულტურის თავისებურებას, აღმოაჩინოს მსგავსებები და თავისებურობები. დაინახოს რა მსგავსებაა უნიკალური კულტურის შვილების ცხოვრების წესში.
9. სამუშაო ენა: ქართული, რუსული, ინგლისური, ან სხვა (სურვილისამებრ).
10. მოწილეები ქვეყნებიდან: ბელორუსი, სომხეთი, უკრაინა, რუმინეთი, საქართველო, ირანი, ინდოეთი, პაკისტანი, ამერიკის შეერთებული შტატები, სლოვაკეთი, ლიბანი, ბრაზილია, არგენტინა, სირია, ინდონეზია, ისრაელი, პალესტინა, თურქეთი ...
11. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ინტეგრირებული, საშუალებას იძლევა პედაგოგმა კონკრეტულ საგანთან დააკავშიროს არჩეული ღონისძიებები ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული შედეგის მისაღწევად. ეროვნული სასწვლო გეგმის ელექტრონული ვარიანტი შეგიძლიათ იხილოთ საიტზე:www.ganatleba.org
12. პროექტის ფასილიტატორი: პავლე თვალაშვილი, iEARN- საქართველო, iEARN-პედაგოგი ოსტატი, ილია ჭავაჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი.
13. ფასილიტატორის ელ.ფოსტა: siqaptv@gmail.com
14. პროექტის ფორუმი: http://foro.iearn.org/.1e13065a/
15. პროექტის ვებ-ბლოგი: http://nameprojectgeo.blogspot.com
პატივცემულო მასწავლებლებო და მოსწავლეებო, თქვენი ნამუშევრების გამოქვეყნების შემდეგ საიტზეhttp://www.blogger.com/, გთხოვთ შემატყობინოთ თქვენს მიერ გაკეთებული ბლოგების ბმულები.
პატივისცემით,
პავლე თვალიაშვილი
GEARN კოორდინატორი
iEARN-პედაგოგი ოსტატი,
ილია ჭავაჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი