პროექტის სახელწოდება: მცენარეების გამოყენება.
ვარდი |
პროდუქტის აქტუალობა: მოსწავლეები შეისწავლიან მცენარის მოვლის წესებს; დარგავენ და მოუვლიან მცენარეებს.
პროექტის მიზნები: მოსწავლეები გაეცნობიან მცენარეების მრავალმხრივი გამოყენების საშუალებებს; ოჯახსა თუ სკოლაში მოუვლიან მცენარეებს. გაიღრმავებენ კომპიუტერთან მუშაობის უნარ – ჩვევას.
მონაწილეთა ასაკი: 6–7 წელი.
ვადები / ხანგრძლივობა: 3 კვირა.
მოსალოდნელი შედეგები / პრდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: დახატავენ საყვარელ ხილს ხეზე; დახატავენ რომელიმე ბოსტნეულს; ბამბის პატარა ფთილებისგან „დაართავენ“ ძაფს; ბამბის ძაფისაგან გააკეთებენ ყვავილს; კომპიუტერში შექმნიან პრეზენტაციას საყვარელ მცენარეზე.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ფორმატის ფურცელი; უბრალო და ფერადი ფანქრები; საშლელი; მაკრატელი; წებო; გუაში; კომპიუტერი; მცენარეთა ილუსტრაციები.
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): მოსწავლეები გამოიკვლევენ თუ სად იზრდებიან მცენარეები; რით ჰგვანან ან განსხვავდებიან ერთმანეთისაგან; რისთვის იყენებს ადამიანი ხეს და რას ამზადებს მისგან; გაარკვევენ რატომ რგავს ხეხილს ადამიანი და რატომ უნდა ჭამონ ბევრი ხილი; გაიგებენ რას ამზადებენ ხილისგან; გაარკვევენ რისთვის ვიყენებთ ბამბას. დახატავენ საყვარელ ხილს და ბოსტნეულს; შეთხზავენ ისტორიას საყვარელ მცენარეზე კომპიუტერში; ბამბისაგან „დაართავენ“ ძაფს; ძაფს შეღებავენ სხვადასხვა ფერად და გააკეთებენ ყვავილს. მოახდენენ შესრულებული პროდუქტის პრეზენტაციას. ნამუშევრებს განათავსებენ ინტერნეტში. მოსწავლეები ეტაპობრივად შეფასდებიან შეფასების რუბრიკის მიხედვით.
საგნებთან / საგნობრივ ჯგუფებთან / ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ბუნებისმცოდნეობა; ქართული; ხელოვნება; ისტ.
პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი) : მაია ჯელაძე
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: mjeladze7@gmail.com
პროექტის ვებ–გვერდი: mjeladze7.blogspot.com
No comments:
Post a Comment