ტურისტული გზამკვლევი


ტურისტული გზამკვლევი

პროექტის სახელი: ტურისტული გზამკვლევი
პროექტის მოკლე აღწერა: ტურისტული მარშრუტის შედგენა და მასში მითითებული ისტორიულ-კულტურული ძეგლების აღწერა.
პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები მოიძიებენ ტურისტულ ობიექტებს დაგეგმავენ იქ გამგზავრებას და მოახდენენ ადგილზე მათ აღწერას. გამოიკვლევენ მათ ისტორიულ-გეოგრაფიულ მდებარეობას, ღირშესანიშნავ ადგილებს, ბუნებას. ასახავენ ფოტოებზე. შეადგენენ რუკებს, გეგმებს, მარშრუტისა და ობიექტების მდებარეობის განსაზღვრისათვის. ააგებენ დიაგრამებს, ცხრილებს (მაგ:რეგიონის დემოგრაფიული მდგომარეობა, მეურნეობის დარგები, ლანდშაფტები), განსაზღვრავენ სასტუმროების, კვების ობიექტების ადგილმდებარეობას, რა სატრანსპორტო საშუალებების გამოყენებაა შესაძლებელი (საცალფეხო, ველოსიპედი, ავტობუსი და ა.შ.). ამ ადგილის შესახებ ეთნოგრაფიულ მუზეუმებში მოიკვლევენ არქეოლოგიურ-ეთნოგრაფიულ მასალას, ხოლო მოსახლეობასთან გასაუბრებით კი მოიძიებენ ძველ ლეგენდებს, თქმულებებს, რეალურ ფაქტებს. შესაძლებელია ერთობლივი პროექტების განხორციელება, აზრის გაზიარება, მასალის ურთიერთგაცვლა, რაც შემდგომში გამოიწვევს ორი სკოლის დაახლოებას და ურთიერთთანამშრომლობას.
მონაწილეთა ასაკი: IV-XII კლასები
ვადები/ხანგრძლივობა: 6 თვე
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: დამხმარე ლიტერატურის მოძიება, დისკუსიის გამართვა, კითხვარის შედგენა, მასალის მოძიება ინტერნეტის საშუალებით, მოძიებული მასალის ანალიზი, პრეზენტაცია, ელ.ვერსიის შედგენა, სკოლაში გამოფენის მოწყობა.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას: ბავშვებმა შეიძლება გააკეთონ ალბომი, ბუკლეტი, ვებ-გვერდი, ბლოგი, ელექტრონული ჟურნალი, ჩანახატი, ესეები. მათ გამოუმუშავდებათ კვლევა-ძიების, დამატებით ლიტერატურაზე მუშაობის კომპიუტერულად დამუშავების, ინტერვიუს აღების, რუკების, ცხრილების შედგენის, ორიენტაციის, მიმართულების განსაზღვრის, უნარ-ჩვევა. ისწავლიან ჯგუფურ მუშაობას, ურთიერთთანამშრომლობას და გახდებიან უფრო კომუნიკაბელურები. ისწავლიან ექსკურსიის ორგანიზებას, აღჭურვილობის და საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებას. გაეცნობიან საკუთარი ქვეყნის კულტურულ მემკვიდრეობას.
სარგებელი სხვებისთვის: გზამკვლევის საშუალებით მოსწავლეებს მიაწვდიან საქართველოს ამა თუ იმ კუთხის გეოგრაფიული და ისტორიული ძეგლების მოკლე აღწერას, მოგზაურობის მარშრუტს, საინტერესო ობიექტების დასახელებას. ყოველივე ეს გამოიწვევს საკუთარი მხარის უკეთ გაცნობას. გამოუმუშავდებათ საკუთარი ქვეყნის სიყვარული და ისწავლიან მის გაფრთხილებას.
სამუშაო ენა: ქართული
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ისტორია-გაიღრმავებენ ცოდნას საკუთარი ქვეყნის შესახებ, ისწავლიან ისტორიული ობიექტების აღწერას, გამოუმუშავდებათ კვლევა-ძიება, შედგენილი ცხრილების, რუკების, დიაგრამების სახით აწარმოებენ წარმოდგენილი ინფორმაციის განმარტებას.
გეოგრაფია- მათი ცოდნა მიუახლოვდება ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ სტანდარტებს. გაეცნობიან საკუთარი მხარის ბუნებას, ისწავლიან გეოგრაფიული ობიექტების დასახელებას და მოგზაურობის მიზეზის და შედეგის დადგენას.
ლიტერატურა-შემოქმედი ბავშვები წარმოაჩენენ თავის შესაძლებლობებს: ლექსების, ესეების, ჩანახატების შექმნაში, მოიძიებენ თქმულებებს და ლეგენდებს.
ხელოვნება-გააკეთებენ ალბომს, დახატავენ, გამოიკვლევენ ძეგლის არქიტექტურას, მის წარმოშობას და ასაკს.
რელიგია-შეისწავლიან ამ მხარის რიტუალებს, ადათ-წესებს.
მათემატიკა-გამოითვლიან მანძილს, გაზომავენ სიმაღლეს, ისწავლიან მასშტაბით მანძილის დატანას რუკაზე.
მონაწილეები სხვა სკოლებიდან:
გორის #8  საჯარო სკოლა-მზია პავლიაშვილი
გორის #9 საჯარო სკოლა-ია ბჟალავა
თბილისის #77 საჯარო სკოლა-ლარისა ქავთარაძე
თბილისის #177 საჯარო სკოლა - ნანა კაპანაძე
გორის #4 საჯარო სკოლა-ლია ყველაშვილი
სოფ.ხიდისთავის საჯარო სკოლა- ქეთევან გოგინაშვილი
სოფ. ატენის საჯარო სკოლა-ირმა ბალხამიშვილი, ლილი მღებრიშვილი
გორის #12 საჯარო სკოლა - თამარ სამხარაძე
თბილისის #170 საჯარო სკოლა - ლიანა მუსხელიშვილი, ს.გენგაშვილი
ზუგდიდის #6 საჯარო სკოლა - ნინო წურწუმია
გორის #7 საჯარო სკოლა - დოდო კურტანიძე
ქუთაისის #21 საჯარო სკოლა - ნანა ცანავა
ხაშურის #7 საჯარო სკოლა - ციური ინასარიძე,დარეჯან გრიგალაშვილი
ქუთაისის #1 საჯარო სკოლა - ნანა კენჭოშვილი
ქუთაისის #17 საჯარო სკოლა - ირინე ადეიშვილი
თბილისის #32 საჯარო სკოლა - სიდონია ჟიჟილაშვილი, მანანა ბურდული
ქუთაისის #37 საჯარო სკოლა - ნანა კლდიაშვილი
თბილისის #68 საჯარო სკოლა - მარინა დეკანოზიშვილი, ირმა ორჯონიკიძე
გორის #7 საჯარო სკოლა - ხუციშვილი ზვიადი
გორის #7 საჯარო სკოლა - დემეტრაშვილი მანანა
გორი სკოლა "ატლანტი" - შორენა ლომიტაშვილი, შალვა კურდღელაშვილი, ლია ვარდოშვილი
გელათის საჯარო სკოლა - ზაალ ხონელიძე, გიორგი ავალიანი
თბილისის #96 საჯარო სკოლა - ქრისტინე ლობაჩოვი
თბილისი #90 საჯარო სკოლა - მარიკა პიტიურიშვილი
თბილისი #98 საჯარო სკოლა - ირმა ზარნაძე
თბილისი #179 საჯარო სკოლა - თამარ დუნდუა
გორი #11 საჯარო სკოლა - ლია მელთაური
ბათუმი #2 საჯარო სკოლა - მზევინარ იმედაშვილი
სოფ.ვარიანის საჯარო სკოლა - ინგა ვანიშვილი
ბათუმის #5 საჯარო სკოლა - ინგა შაშიქაძე
სოფ.სკრის საჯარო სკოლა - იზა სეფიაშვილი, შორენა მშვიდობაძე
სოფ. ქიწნისის საჯარო სკოლა - რუსუდან თვაური, ხათუნა დემეტრაშვილი
თბილისის #16 საჯარო სკოლა - იზოლდა ჯმუხაძე
სოფ.დიცის საჯარო სკოლა -ნელი ლომოური, ეკა საური
თბილისის #45 საჯარო სკოლა -ბ.მ.
პროექტის ფასილიტატორის სახელი: მარიკა ჩიტაძე, მზია გაგნიძე
პროექტის ფასილიტატორის ელ.ფოსტაmari7533@gmail.com  mziagagnidze@gmail.com
პროექტის ფორუმი
http://foro.iearn.org/webx?230@@.1e9dda46
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:
http://www. proeqtituristuligzamkvlevi.blogspot.com