დროის მანქანით მოგზაურობა


დროის მანქანით მოგზაურობა საბჭოთა კავშირის დროინდელ საქართველოში

პროექტის სახელწოდება: დროის მანქანით მოგზაურობა საბჭოთა კავშირის დროინდელ საქართველოში.
პროექტის მოკლე აღწერა: პროექტში მონაწილე ბავშვი ხატავს დროის მანქანას და მიემგზავრება საბჭოთა კავშირის დროინდელ საქართველოში, ყვება თავის თავგადასავალს და ეცდება იმ ცოდნით, რაც მას გააჩნია და იმ საშუალებებით რაც იმ ეპოქაში მოიპოვება რაიმე ცვლილება შეიტანოს ისტორიაში. საინტერესოა 21 ე საუკუნის ადამინს რა ცვლილების შეტანა შეუძლია წარსულში
პროექტის სრული აღწერა: პროექტში მონაწილე ბავშვი ხატავს დროის მანქანას და მიემგზავრება საბჭოთა კავშირის დროინდელ საქართველოში, ყვება თავის თავგადასავალს და ეცდება იმ ცოდნით, რაც მას გააჩნია და იმ საშუალებებით რაც იმ ეპოქაში მოიპოვება რაიმე ცვლილება შეიტანოს ისტორიაში. საინტერესოა, 21-ე საუკუნის ადამინს რა ცვლილების შეტანა შეუძლია წარსულში. მოსწავლე ადარებს იმდროინდელ და თანამედროვე ისტორიის სახელმძღვანელოში აღწერილ, ერთიდაიგივე ფაქტებს. პროექტის ბოლოს იგეგმება მოგზაურობისას ნანახი შთაბეჭდილებების გაზიარება ნახატებით, გამოფენის მოწყობა, ასევე თეატრალური წარმოდგენა, ბლოგების გაკეთება.
როგორ ერთვება პროექტში სხვადასხვა საგნები:
ისტორია: მოსწავლეები ადარებენ იმდროინდელ და თანამედროვე სახელმძღვანელოებში აღწერილ ერთიდაიგივე ფაქტებს, მართავენ დისკუსიას არსებული განსხვავებების შესახებ.
გეოგრაფია: მოსწავლეები ეცნობიან საქართველოს იმდროინდელ საზღვრებს, საბჭოთა კავშირის დროინდელ მეზობლებს, სსრკ მასშტაბებს ადარებენ საქართველოს მასშტაბებს, ადგენენ სად რა სასარგებლო წიაღისეული მოიპოვებოდა სსრკ შემავალ ქვეყნების ტერიტორიაზე. 

მათემატიკა: მოსწავლეები პროცენტულად გამოსახავენ საქართველოს მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც ll მსოფლიო ომში საბჭოთა კავშირის სახელით იბრძოდა (700000 ქართველი მონაწილეობდა ოში), პროცენტულად გამოსახავენ ომში დაღუპულთა რაოდენობას (350000 ქართველი), ადგენენ საშუალოდ რა რაოდენობის შთამომავლობის მიცემა შეეძლო ამ ადამიანებს საქართველოს მომავლისათვის და ამ მონაცემებზე დაყრდნობით, უკეთ გააცნობიერებენ იმ ფაქტს, რომ პროცენტულად საქართველომ ყველაზე მეტი ცოცხალი ძალა შესწირა მეორე მსოფლიო ომს.
ხელოვნება: მოსწავლეები ხვდებიან საბჭოთა კავშირის დროინდელ საქართველოში და ხატავენ მოგზაურობისას ნანახ ფაქტებს თუ მოვლენებს, განიხილავენ იმ დროის ხელოვნების ნიმუშებს, ეცნობიან იმდროინდელი ხელოვანების ბიოგრაფიას და მათი მოღვაწეობის თავისებურებებს. ამ ფაქტებზე დაყრდნობით ბავშვები უკეთ აცნობიერებენ, რომ ხელოვნებაც იყო პროტესტის გამოხატვის ერთ-ერთი , ეფექტური საშუალება. 
ქართული ენა: მოსწავლეები ადგენენ რა როლს თამაშობდა ქართული ენა ქართველების ცხოვრებაში რუსულენოვან იმპერიაში.
ლიტერატურა: მოსწავლეები ეცნობიან იმდროინდელ ქართველ მწერლებს, მათ ნაწარმოებებს და მათი მოღვაწეობის ტრაგიკულ ისტორიებს(პაოლო იაშვილი, ტიციან ტაბიძე და სხვ).
მონაწილეთა ასაკი/კლასი: 11,12,13,14 /7,8,9.
ვადები/ხანგრძლივობა: პროექტს ფასილიტაცია გაეწევა 2009-2010 სასწავლო წლის განმავლობაში/3-7 კვირა.
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: მასალების მოძიება წიგნებიდან, ინტერნეტიდან, ინტერვიუების აღება ღვაწლმოსილი ადამიანებისგან, კვლევა, დისკუსია, ხატვა, პრეზენტაცია, კრიტიკა, აზრის დაცვა და სხვა.

მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტი რაც შეიძლება შეიქმნას:
  • სურათების გამოფენა
  • წარმოდგენის გამართვა
  • ბლოგების გაკეთება
  • მოსწავლეები უკეთ გაეცნობიან საქართველოს ისტორიას
  • მოსწავლეები გაიუმჯობესებენ ინფორმაციის მოძიების, კვლევის წარმოების, კრიტიკული აზროვნების, საკუთარი აზრის დაცვის უნარ-ჩვევებს.
სამუშაო ენა: ქართული
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: პროექტში ჩართვა შეუძლია შემდეგი საგნის მასწავლებლებს:ისტორია, გეოგრაფია, მათემატიკა, ხელოვნება, ქართული ენა და ლიტერატურა, ბიოლოგია, მუსიკა, ხატვა და სხვა. აქტივობების დაგეგმვა შესაძლებელია კონკრეტული მისაღწევი შედეგის მიხედვით.


მონაწილეები სკოლებიდან:
  • თბილისის 207-ე საჯარო
  • თბილისის 96-ე საჯარო
  • ქუთაისის 38-ე
  • ქუთაისის 30-ე
  • თბილისის 77-ე
  • თბილისის 175-ე




პროექტის ფასილიტატორის სახელი: ანანო ბაღდავაძე,თბილისის 166-ე საჯარო სკოლის ინგლისური ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
პროექტის ფორუმი: http://foro.iearn.org/webx?128@@.1e9d659d
პროექტის ფასილიტატორის ელ.ფოსტა: hanna991@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:http://geoprojects.blogspot.com/